Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „იდენტობა, მეხსიერება და XX-XXI საუკუნეების ისტორიული ტეხილები“

2026 წლის 5 მარტს, 11:00 საათზე, თსუ I  კორპუსის 202-ე აუდიტორიაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მასპინძლობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „იდენტობა, მეხსიერება და XX-XXI საუკუნეების ისტორიული ტეხილები“.

მომდევნო დღეს, 6 მარტს, 15:00 საათზე,  202-ე აუდიტორიაში,  გაიმართება აღიარებული მკვლევრის, ილინოისის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის, ისტორიკოს მარია ტოდოროვას საჯარო ლექცია „ნაციონალიზმის ინტენსივობის განზომილებები და ოპერაციული რეჟიმები.“

სამუშაო ენა - ინგლისური.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია, გთხოვთ, მობრძანდეთ!

 

თანდართული დოკუმენტების სახით იხილეთ კონფერენციის პროგრამა და მოსაწვევი.

თარიღი: 02/03/2026